beautybar

ყურძნის ხაზი

FARMSTAY GRAPE STEM CELL WHITENING AMPOULE
კონცენტრირებული შრატის მიზანია კანის ნაზად გაღიავება და ნაოჭების შემცირება. შრატი შეიცავს ყველა ვიტამინს, მინერალს და მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია კანის სილამაზისთვის. შრატი აქტიურად კვებავს, ატენიანებს და აქვს  დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება.   ყურძნის ღეროვანი უჯრედები მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც სხვა კომპონენტებთან ერთად კანს უნარჩუნებს ელასტიურობას. ისინი ღრმად აღწევენ კანის უჯრედებში და ახდენენ მათ რეგენერაციას. თრგუნავენ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ  უჯრედების განადგურებაზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყურძნის ღეროვანი უჯრედები ებრძვიან კანის უჯრედების დაბერებას. მათ გააჩნიათ უნიკალური თვისება გააქტიურონ ე.წ. „ხანგრძლივობის გენი“, რომელიც კანს აახალგაზრდავებს და უნარჩუნებს მას სიმკვრივეს და ელასტიურობას. შრატში არსებული ჰიდროლიზებული ბარდის პროტეინი და ადენოზინი აძლიერებს ლიტინგის ეფექტს. გრეიფრუტისა და ვაშლის ექსტრაქტები დამატებით კვებავს კანს ვიტამინებით. ტომატისა და ფორთოხლის ექსტრაქტი ასხივოსნებს კანს, ასევე ხელს უწყობს ანტიოქსიდანტურ ეფექტს. შიის კარაქი, ზეითუნის ექსტრაქტი არბილებს და ზრდის კანის ელასტიურობას. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ინარჩუნებს მის ტონს და ელასტიურობას. შრატის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას. ნაოჭები საგრძნობლად მცირდებ, კანი ხდება გლუვი და ელასტიური, ფერი ერთგვაროვანი და გასხივოსნებული. დაიტანეთ სუფთა სახის კანზე  დილით და საღამოს. ნაზი მოძრაობით გადაინაწილეთ მთელ სახის ოვალზე. მოცულობა: 30 მლ
49 24.5
FARMSTAY GRAPE STEM CELL WHITENING LIFTING ESSENCE
ესენციას აქვს ლიფტინგის ეფექტი, კანი იჭიმება, ხდება ნაზი და ელასტიური. ძირითადი კომპონენტია ყურძნის ღეროვანი უჯრედი. ღეროვანი უჯრედები მდიდარია პოლიფენოლებითა და სხვა მიკროელემენტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, რომელიც ხელს უშლის კანის დაბერებას. გამოკვლევების თანახმად, ყურძნის ღეროვან უჯრედებს აქვთ კანის გაახალგაზრდავების ე.წ. „ხანგძლივობის  გენის“ გააქტიურობა. ჰიდრალიზებული ბარდის ცილის, კივის ექსტრაქტის და ადენოზინის არსებობა შემადგენლობაში ხელს უწყობს კანის გამკვრივებას და სახის კონტურების გასწორებას. ესენცია შეიცავს ასევე გრეიფრუტის, ფორთოხლის და ვაშლის ექსტრაქტებს, რომლებიც ძირითად კომპონენტის მოქმედებას აძლიერებენ. პიალურონის მჟავა,ხილისა და ციტრუსის ექსტრაქტები ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს წყლის ბალანსის ნორმალიზებას, კანი მოყავს ტონუსში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის პიგმენტაციას. ესენცია უზრულველყოფს ლიფტინგს, მსუბუქად ასხივოსნებს კანს, ათანაბრებს მის ტონს. ებრძვის სიწითლების წარმოქმნას, ასაკობრივ ლაქებს და პიგმენტაციას. დაიტანეთ ესენცია სუფთა კანზე, დილით და საღამოს, ნაზი წრიული მოძრაობით გადაინაწილეთ მთელს სახეზე. მოცულობა: 50 მლ
49 24.5
FARMSTAY GRAPE STEM CELL EMULSION
ემულსია სწრაფად უბრუნებს ელასტიურობას და სიგლუვეს გამომშრალ სახის კანს. C და E ვიტამინების კომბინაცია არბილებს და ასხივოსნებს კანს, ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას და ასაკობრივ პიგმენტურ ლაქებს.   ყურძნის ექსტრაქტი შეიცავს პროანტოციანიდინებს, ასევე რესვერატროლს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია. ყურძნის ღეროვან უჯრედების ემულსიის მახასიათებლები: C და  E ვიტამინების ჯადოსნური კომბინაცია ასწორებს ნაოჭებს და ხელს უშლის ასაკობრივი ლაქების წარმოქმნას. ბუნებრივი ექსტრაქტების კომპლექსი ზრდის კანის კოლაგენის წარმოქმნის უნარს - ცილოვანი ბოჭკოები, რომლებიც ხელს უწყობენ კანის სიმკვრივეს, აძლიერებენ მის სტრუქტურას  და ელასტიურობას; ყურძნის ფიტო-ღეროვანი უჯრედები უახლესი ტექნოლოგიაა კანის სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ყურძნის ღეროვანი უჯრედები შეიცავს ფასდაუდებელ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს უჯრედებს  განადგურებისგან, ახდენს კანის აღმდგენას და განახლებას; ტონერში შემავალი ჰიალურონის მჟავა და შიის კარაქი ინტენსიურად ატენიანებს და კვებავს კანს; კივის ექსტრაქტი და ჰიდროლიზებული ბარდის ცილა ზრდის კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას. Farmstay ყურძნის ღეროვანი უჯრედის ემულსია მოიცავს: ყურძნის ღეროვანი უჯრედები არის ანტიოქსიდანტების ნაკრები, რომლებიც ანელებს დაბერების პროცესს და განაახლებს კანის სტრუქტურას. ააქტიურებს დერმის განახლებას, უზრუნველყფოს ელასტიურობას. აქვს ლიფტინგის ეფექტი.  კანი ხდება გლუვი და აბრეშუმივით ნაზი. ციტრუსის ექსტრაქტები (კივი, გრეიფრუტი, ფორთოხალი) - ატენიანებს კანს. გაათავისუფლეთ შეშუპება. უზრუნველყოფს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას. ისინი ასტიმულირებენ მეტაბოლურ პროცესებს და  პიგმენტაციის პრევენციას; ჰიდროლიზებული ბარდის ცილები - აძლიერებს კანის ტონს, აუმჯობესებს ფერს, ასწორებს ნაოჭებს; ვაშლი (ექსტრაქტი) - შეიცავს მნიშვნელოვან პროცენტს ხილის მჟავებისა, რომლებიც ხელს უწობენ   მკვდარი ნაწილაკების აქერცვლას და ასუფთავებენ კანს. ატენიანებს, აძლევს ელასტიურობას. იცავს გარემო ნეგატიური გავლენისგან. პომიდორი (ექსტრაქტი) - ატენიანებს, კვებავს. აძლიერებს, აძლევს ელასტიურობას. ხელს უშლის შეშუპებას. ასწორებს ნაოჭებს. აცოცხლებს კანის ფერს. ქმნის  დამცავ ბარიერს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, აფერხებს პიგმენტაციას; შიის კარაქი - არბილებს. აღადგენს  და იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან; ჰიალურონის მჟავა - უზრუნველყოფს ტენიანობას,  არბილობს კანს და აძლევს . ახალგაზრდულ იერს. მოხმარების წესი: მცირე რაოდენობით დაიტანეთ სუფთა, მშრალ კანზე, გადაინაწილეთ თანაბრად მთელ სახეზე დილით და საღამოს. მოცულობა: 130 მლ.
59 29.5
FARMSTAY GRAPE STEM CELL TONER
ყურძნის ფიტო-ღეროვანი უჯრედების მატონიზირებელი საშუალება შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, C და E ვიტამინები ხელს უშლიან ნაოჭების წარმოქმნას, კანს ანიჭებენ გასხივოსნებულ ელფერს. ეფექტური დაბერების საწინააღმდეგო საშუალების ძიება, კონკრეტულად კი კანის დაბერების წინააღმდეგ, მეცნიერებსა და კოსმეტოლოგებს უბიძგებს უფრო მეტად გამოიყენონ ბუნებრივი ინგრედიენტები, ამიტომ მცენარის ღეროვანი უჯრედებისადმი ინტერესი არ ქრება და ეს გასაკვირი არ არის. ცხოველური ღეროვანი უჯრედებისგან განსხვავებით, მცენარეთა ღეროვანი უჯრედები არ შეიცავს ჰორმონებს და, შესაბამისად, არ იწვევს რაიმე სახის გვერდით მოვლენას ადამიანის ორგანიზმში. ყურძნის ღეროვანი უჯრედების კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს ყურძნის ღეროვან უჯრედებს, რომლებიც მოქმედებენ კანის დაბერების მიზეზებზე. მათ შეუძლიათ შეაჩერონ თავისუფალი რადიკალების ჯაჭვური რეაქციები და შეამცირონ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედება და ამით დაიცვან კანის უჯრედები განადგურებისგან. ღეროვანი უჯრედები ასევე ახდენენ საკუთარი უჯრედების დაყოფის პროცესის ნორმალიზებას და იცავს დნმ-ს დეფორმაციისგან, შლის ტოქსინებს. კივის ექსტრაქტი და ჰიდროლიზებული ბარდის  ცილა ზრდის კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას. ჰიალურონის მჟავა და შიის კარაქი ინტენსიურად ატენიანებს და კვებავს კანს. ყურძნის ღეროვანი უჯრედების ტონერი ასრულებს კანის გაწმენდის პროცესს და ეხმარება მკვდარი კანის უჯრედების აქერცვლას, აუმჯობესებს ჯანმრთელი უჯრედების კვებას და ამზადებს კანს შემდგომი კოსმეტიკური საშუალებებისთვის. ტონერის გამოყენების წყალობით კანი გლუვდება და ხდება ერთგვაროვანი. მატონიზირებელი საშუალება ეფექტურად ატენიანებს კანს, ამკვრივებს, აღადგენს მის ტონუსსა და ელასტიურობას, ზრდის კანის მდგრადობას UV გამოსხივების მავნე ზემოქმედებისადმი. პროდუქტი ებრძვის ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც რეგულარული გამოყენებისას საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ გამოხატულ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს, აღადგინოთ კანის სილამაზე და ბუნებრივი ბზინვარება. გამოყენების წესი  დაასველეთ ბამბის დისკო და საგულდაგულოდ გაიწმინდეთ სახე. პროდუქტი უნდა გამოიყენოთ დაბანილ კანზე დილას და საღამოს. მოცულობა: 130 მლ
59 29.5
FARMSTAY GRAPE STEM CELL WRINKLE REPAIR EYE CREAM
კრემი ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ამცირებს შეშუპებას, ამკვრივებს ქუთუთოების კანს და აქვს მსუბუქი გამაღიავებელი ეფექტი. თვალების გარშემო კანი არის დატენიანებული, გაცისკროვნებული და გლუვი. თვალის კრემი გაჯერებულია დაბერების საწინააღმდეგო ინგრედიენტებით, შეიცავს ყურძნის ფიტო-ღეროვან უჯრედებს და ადენოზინს. კომპონენტები კვებავს კანს, არბილებს მას, ამკვრივებს და ამცირებს ნაოჭებს. ყურძნის ღეროვანი უჯრედები, მათი ტონუსის გაზრდით კრემის ანიჭებს ლიფტინგის ეფექტს. უფრო მეტიც, კივის ექსტრაქტი და ჰიდროლიზებული ბარდის ცილა ხელს უწყობს თვალის ქვეშ ბალიშების მოცილებას. ყურძნის ფიტო-ღეროვანი უჯრედების გამოყენებამ კრემის შექმნისას უზრუნველყო მისი ძლიერი ეფექტურობა. ისინი ძლიერი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებენ იმ ფაქტორების მოქმედებას, რომლებიც ანადგურებენ კანის უჯრედებს. ჰიალურონის მჟავა აგროვებს და ინარჩუნებს ტენიანობას და წყლის ბალანსს,  ხელს უწყობს მუქი ლაქების და თვალების ქვეშ წრეების აღმოფხვრას. შიის კარაქი და მცენარეული ექსტრაქტები კვებავს, არბილებს კანს და ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას. გამოყენების წესი: წაისვით მცირე რაოდენობით კრემი თვალის მიდამოში. მისი გამოყენება შესაძლებელია დილით და საღამოს. მოცულობა: 50 მლ
59 29.5
FARMSTAY GRAPE STEM CELL WRINKLE LIFTING CREAM
ყურძნის ღეროვანი უჯრედების ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი არა მხოლოდ არბილებს და ხსნის ნაოჭებს, არამედ ხელს უშლის ახლის გაჩენას, ამასთან ერთად ხელს უწყობს კანის ტონის გამონათებას. კრემის ეფექტურობას უზრუნველყოფს უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ყურძნის ღეროვანი უჯრედების ფორმულაზე, რომლებსაც, კვლევის თანახმად, შეუძლიათ გააქტიურონ ე.წ. "ხანგრძლივობის გენი". გარდა ამისა, ყურძნის ღეროვანი უჯრედები და მათში შემავალი პოლიფენოლები მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რაც ამცირებს კანის უჯრედების დესტრუქციული პროცესების ეფექტებს. ყურძნის ღეროვანი უჯრედების ნაოჭების ლიფტინგის საცხში სედის სხვადასხვა მნიშნელოვანი კომპონენტებიც: ჰიდროლიზებული ბარდის ცილის, კივის ექსტრაქტისა და ადენოზინის არსებობა ხელს უწყობს კანის გამარტივებას, მათ შორის თვალების უსიამოვნო ჩანთების მოცილებას. ვაშლისა და გრეიფრუტის ექსტრაქტები ავსებენ  და ამარაგებენ კანს ვიტამინებით. ჰიალურონის მჟავა ეხმარება წყლის ბალანსის შენარჩუნებას, კანს უნარჩუნებს ტონუსს, ხელს უწყობს გამკვრივებას და ელასტიურობის შენარჩუნებას. ყურძნის მცენარეული ღეროვანი უჯრედები, კივის ექსტრაქტი, ჰიდროლიზებული ბარდის ცილა, ლეციტინი, ზეთისხილის ექსტრაქტი, შის კარაქი, კერამიდი 3, ალანტოინი, პანთენოლი, გრეიფრუტის ექსტრაქტი, ვაშლის ექსტრაქტი, ტომატის ექსტრაქტი, ფორთოხლის ექსტრაქტი, ადენოზინი - აღადგინეთ კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს მას სიმკვრივეს. მოცულობა: 50 მლ
59 29.5
FARMSTAY GRAPE STEM CELL SKIN CARE 3SET
ყურძნის კალუსის ექსტრაქტზე დამზადებული ტონერი იდეალურია გაუხეშებული და გამომშრალი კანის სამკურნალოდ. ებრძვის კანის დაბერებას, აქვს ლიფტინგის ეფექტი. იგი კანს ხდის ელასტიურსა და გლუვს. ტონერი ასევე შეიცავს ბარდის კალუსის  და ოქროს კივის ექსტრაქტს, რომლებიც ხელს უწყობენ  კანის გამონათებას.    ყურძნის ღეროვანი უჯრედების ემულსია ემულსია შეიცავს ყურძნის ღეროვანი უჯრედის ექსტრაქტს. იგი ღრმად ატენიანებს კანს, ანიჭებს მას ელასტიურობას და ენერგიულობას. ემულსია ხელს უშლის კანის უჯრედების დაბერებას, ააქტიურებს მათ  და იწვევს უჯრედების განახლებას, მათში შემავალი პოლიფენოლების გამო. ბარდის კალის ექსტრაქტი და ოქროს კივის ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის გამონათებას და ღრმად ატენიანებს მას. ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი შეიცავს ყურძნის კალუსის ექსტრაქტს და ადენოზინს. კრემი გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგოდ, ებრძვის მათ გაჩენას. ანიჭებს მას ელასტიურობას და სიმკვრივეს. აქვს ლიფტინის ეფექტი. ბარდის კალუსის  და ოქროს კივის ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს, ხდის მას ელასტიურს და  ტენიანს. 1. წაისვით ტონერი  ბამბის დისკის დახმარებით დილით და საღამოს  დაბანილ სახის კანზე . 2. ტონერის გამოყენების შემდეგ წაისვით ემულსია მთელ სახეზე, ეცადეთ დაიტანოთ წრიული მოძრაობით და მსუბუქი მასაჟით. 3. ბოლო ეტაპი არის მკვებავი საცხი, დაიტანეთ საკმარისი ოდენობა და წრიული, მსუბუქი მასაჟით  გადაინაწილეთ მთელ სახეზე. მოცულობა: ტონერი 130 მლ + 30 მლ, ემულსია 130 მლ + 30 მლ, კრემი 50 მლ
119 83.3