FARMSTAY HYALURONIC ACID TREATMENT ESSENCE


66

გაზიარება:

სახის ინტენსიური დამატენიანებელი ჰიალურონის მჟავით. შექმნილია მშრალი, დეჰიდრატირებული კანის მოვლისთვის, რომელმაც დაკარგა სიკაშკაშე და ელასტიურობა.

ჰიალურონის მჟავა და ნიაცინამიდი უზრუნველყოფს კანის მძლავრ დამცავ ბარიერს, მყისიერ და ღრმა დატენიანებას, გამორიცხავს სიმშრალეს და აქერცვლას, კანი გლუვდება, ხდება ელასტიური და რბილი.

სასიამოვნოდ ანახლებს კანს, აძლევს კომფორტის შეგრძნებას,ზრდის ელასტიურობას, ხელს უწყობს დეჰიდრატაციით გამოწვეულ კანის ნაოჭებს ალაგებას, ასხივოსნებს და ათანაბრებს კანის ტონს.

ჰიალურონის მჟავის 5 ტიპი ატენიანებს კანს ყველა ფენაში, ქმნის მის ზედაპირზე უხილავი უწვრილეს დამცავ შრეს, რომელიც ხელს უშლის წყლის აორთქლებას და ინარჩუნებს ტენიანობას. იცავს უჯრედებს გამოშრობისგან, ასტიმულირებს გაახალგაზრდავების პროცესებს და იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან.

ნიაცინამიდი ეფექტურად ებრძვის პიგმენტაციას, ეხმარება კანს აწარმოოს საკუთარი ლიპიდები და კერამიდები, აჩქარებს კოლაგენის სინთეზს და იცავს კანს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისგან.

ადენოზინი არის დაბერების საწინააღმდეგო ეფექტური კომპონენტი, რომელიც ავსებს კანის უჯრედებს ენერგიით, მნიშვნელოვნად ზრდის კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, არბილებს და ამკვრივებს კანს და ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას.

შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, მგრძნობიარე კანის ჩათვლით.

გამოყენების წესი: გამწმენდისა და ტონერის შემდეგ წაისვით მცირე რაოდენობით ესენცია სახეზე და კისერზე, შემდეგ წაისვით ემულსია და / ან კრემი.

მოცულობა: 150 მლ


ფასი
66
ნანახია
102