FARMSTAY AVOCADO PREMIUM PORE TONER


49

გაზიარება:

ტონერი შეიცავს ავოკადოს, მაკადამიას და Lіmnantes alba-ს  თესლის ექსტრაქტს, შესანიშნავად ატენიანებს, არბილებს და კვებავს კანს, ანიჭებს ჯანმრთელ იერს, სიგლუვეს და ზრდის კანის ელასტიურობას.

ავოკადოს ზეთი წარმოადგენს ვიტამინების A, D, E და კანისთვის საჭირო მიკროელემენტებს, რომლებიც აღადგენს კანის ბალანსს და აჯერებს საჭირო ტენიანობით კანს. მაკადამიისა და Lіmnantes alba - ს ზეთები ებრძვიან მშრალ კანს, გამორიცხავენ სიმშრალეს და აღადგენენ კანს, ახდენენ წყლის ბალანსის ნორმალიზებას.

 

გარდა ამისა, იგი შეიცავს ბამბუკის ღეროების, ლოტუსის ყვავილების და წყლის შროშანის ფესვების ექსტრაქტებს კანის გაჯანსაღებისთვის, აუმჯობესებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს, აცოცხლებს კანს და აფერხებს მის ნაადრევ დაბერებას.

პროდუქტს აქვს მსუბუქი ტექსტურა და ადვილად ატენიანებს კანს გაწმენდისთანავე, უზრუნველყოფს დამამშვიდებელ ეფექტს.

 

მარტივად ასუფთავებს ფორებს დაგროვილი ცხიმოვანი საცობებისგან, აშორებს გამონაყარს და ასწორებს სახის ზედაპირს. აქტიური ინგრედიენტების წყალობით, კანი აღდგება უჯრედულ დონეზე და გამოიყურება უფრო გაცისკროვნებულად.

პროდუქტის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, სახე ხდება გლუვი და დატენიანებული მთელი დღის მანძილზე.

 

გამოყენების წესი: წაისვით გასუფთავებულ კანზე მსუბუქი  მოძრაობებით.

 

მოცულობა: 350 მლ.


ფასი
49
ნანახია
29