beautybar

FARMSTAY COLLAGEN&HYALURONIC ACID ALL-IN ONE AMPOULE


49 34.3

გაზიარება:

FarmStay-ს ზღვის კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის შრატი უდიდეს როლს თამაშობს კანის სიმკვრივესა და დატენიანებაში. იცავს კანს გამოშრობისგან და დიდი ხნის განმავლობაში ამყოფებს დატენიანებულს. ხდის მას მკვრივს, მბზინავსა და ჯანმრთელს.

შრატის შემადგენლობაში შედის ყველა საჭირო ელემენტი ჩვენი კანის სიჯანსაღისა და სიმკვრივისთვის:  გაჯერებულია ზღვის კოლაგენი, ჰიალურონის მჟავით, ვიტამინებითა და მცენარეული ექსტრაქტებით. კოლაგენი გამოირჩევა ძლიერი ეფექტით - ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებასა და სიგლუვეს. ჰიალურონის მჟავის მეშვეობით, ნარჩუნდება კანის უჯრედებში წყლის ბალანსი, აღადგენს უჯრედებს, აუმჯობესებს კანის ფერს და ელასტიურობას. ნიაცინამიდი აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, აღიავებს მას, აცილებს ასაკობრივ ლაქებსა და ათანაბრებს კანის ზედაპირს.


აქვს მსუბუქი გამაგრილებელი ტექსტურა. არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას, სწრაფად შეიწოვება, კანს აღიავებს და აძლევს ჯანმრთელ, მოვლილ იერს. ამ შრატის რეგულარული გამოყენება თქვენს კანს უფრო მბზინავს და ჯანმრთელს გახდის!

გამოყენების წესი:

დაბანილ, სუფთა და მშრალ კანზე, ტონერის გამოყენების შემდეგ დაიტანეთ შრატის საკმარისი რაოდენობა მთლიან სახეზე თავისივე კოვზით და დაელოდეთ რამდენიმე წამი, სანამ ბოლომდე შეიწოვება. შრატი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებელი საშუალება, ან სხვა თავის მოვლის საშუალებებთან ერთად.

მოცულობა: 250 მლ


ფასი
34.3
ძველი ფასი
49
ნანახია
6628