beautybar

Cica Clearing BB Cream 30ml #21 Light Beige


49

გაზიარება:

BB CREAM CENTELLA EXTRACT PURITO CICA CLEARING BB კრემი #21 ღია კრემისფერი
 

BB კრემი ცენტელას ექსტრაქტით ათანაბრებს კანის ტონს, ფარავს ნაკლოვანებებს და ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას. იცავს კანს UVA და UVB სხივებისგან მთელი დღის განმავლობაში.

BB კრემი აძლიერებს კანის დამცავ თვისებებს, რაც მას ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის გარე აგრესიული ეფექტების მიმართ. აუმჯობესებს განახლების და შეხორცების პროცესებს, ამშვიდებს გაღიზიანებას.

*აქვს მსუბუქი, უწონო ტექსტურა. ადვილად ეგუება კანის ფერს, სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს წებოვნებას და სიმძიმის შეგრძნებას.

*არ შეიცავს ხელოვნურ სუნამოებს, პარაბენებს და ეთერზეთებს, რაც მას შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის.

BB კრემს აქვს მზისგან დამცავი ფაქტორი SPF38/PA+++, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივების აქტიური ზემოქმედებისგან, ამცირებს არასასურველ პიგმენტაციას და ანელებს დაბერების პროცესს.

100% ვეგანური ფორმულა.

Centella asiatica ექსტრაქტი - ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავას სინთეზს, უნარჩუნებს კანს დატენიანებას. ხსნის გაღიზიანებას და შეშუპებას, აქვს სამკურნალო და ანტიბაქტერიული ეფექტი.

ნიაცინამიდი - აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციებს, არეგულირებს განახლებისა და რეგენერაციის პროცესებს. ხელს უწყობს ჰიპერპიგმენტაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

ადენოზინი გავლენას ახდენს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. ამცირებს ნაოჭების სიღრმეს, ათანაბრებს კანის ტექსტურას, ანელებს ასაკთან დაკავშირებული პროცესების განვითარებას.

მადეკასინის მჟავა - ამშვიდებს ანთებას და გაღიზიანებას, ამცირებს შეშუპებას. მას აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი, აღადგენს და აქტიურად ატენიანებს ეპიდერმისის უჯრედებს.

მოცულობა: 30 მლ


ფასი
49
ნანახია
29