პოპულარული ბიუთი ბარში

შენი პირველი კორეული თავის მოვლის რუტინა
ოთხი ეტაპი, ათის ნაცვლად. დასაბანი, ამპულა, დამატენიანებელი, მზისგან დამცავი — რუტინა, რომელსაც ჩვენი კონსულტანტები ყველა დამწყებს ურჩევენ
ბრენდების მიხედვით
რას ამბობს ხალხი ჩვენზე
რეალური შეფასებები რეალური შეკვეთებიდან — წაიკითხე ყველა ჩვენს კმაყოფილი მომხმარებლების გვერდზე
"კანზე თანაბრად ნაწილდება, მსუბუქი და ნაზი ტექსტურა აქვს, ძალიან ბუნებრივი და კარგი დაფარვა აქვს, ასევე კანი დატენიანებულია მთელი დღე 😍 უკვე მიყვარს."
"ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია. ძალიან მაგარი პროფესიონალების გუნდი და უსაყვარლესები. მადლობა."
"კარგად ატენიანებს ტუჩებს, ფერი დიდხანს ძლებს და სასიამოვნო სუნი აქვს 🍑"
"ვიყიდე ბევრი ნაჭრის ნიღაბი თქვენთან და ერთ შეკრებაზე ღამით გოგოებმა მოვულხინეთ ❤️ რაც დაგვრჩა, სახლში წაიღეს და კმაყოფილები არიან 👌"
"ძალიან კარგი პროდუქტია, ადვილად შეიწოვება კანში და არ რჩება კანზე თეთრად. კანი პროდუქტის დატანის შემდგომ ხდება გლუვი და ერთ ფერში."
"ვგიჟდები ამ კრემზე, საოცრებაა. წლებია უკვე ვიყენებ, ძალიან კარგი ტექსტურა აქვს."
"პროდუქტები, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, სწრაფი მიწოდება — ტოპ 🫶"
"საუკეთესო დასაბანი ქაფია აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის! 🤍"
"მიყვარს ბიუთი ბარი, ყოველთვის კარგი მომსახურება გაქვთ და ხარისხიანი პროდუქცია, მადლობა თქვენ."
გაიგე მეტი სანამ შეიძენ
კორეული კოსმეტიკის პროდუქტები საქართველოში — რა არის ხელმისაწვდომი და სად იპოვო ისინი
კორეული კოსმეტიკის სრული გზამკვლევი საქართველოში — ბრენდები, კატეგორიები, ფასები ლარში და სად ვიპოვოთ ისინი. ბიუთი ბარი გთავაზობს 500-ზე მეტ კორეულ პროდუქტს თბილისსა და ბათუმში.
მეტის ნახვაკორეული მზისგან დამცავი საშუალებები საქართველოში — საუკეთესო კორეული თავის მოვლა SPF კანის ტიპის მიხედვით
კორეული მზისგან დამცავების სრული გზამკვლევი საქართველოში — PA რეიტინგის სისტემის განმარტება, კორეული კოსმეტიკის 13 SPF პროდუქტი კანის ტიპის მიხედვით, 29 ლარიდან. ხელმისაწვდომია ბიუთი ბარში თბილისში, ბათუმსა და საიტზე beautybar.ge.
მეტის ნახვაკორეული თავის მოვლის რუტინა დამწყებთათვის საქართველოში — სრული გზამკვლევი
კორეული კანის მოვლის სრული გზამკვლევი საქართველოში — მორგებული ადგილობრივ კლიმატზე, თბილისის ონკანის წყალსა და ფასებზე ლარში.პროდუქტების შეძენა შესაძლებელია Beauty Bar-ის ფილიალებში თბილისსა და ბათუმში, ან ონლაინ — საიტზე beautybar.ge
მეტის ნახვა
ჩვენი Instagram-იდან
აღმოაჩინე მეტი ხშირად დასმულ კითხვებში
არის ბიუთი ბარის პროდუქტები ორიგინალი?
არის ბიუთი ბარის პროდუქტები ორიგინალი?
დიახ — 100%-იანი ორიგინალია. ჩვენ პროდუქტები პირდაპირ კორეიდან, ოფიციალური სადისტრიბუციო არხებით ჩამოგვაქვს, მათ შორის ისეთი ექსკლუზიური ბრენდები, როგორიცაა Farmstay. რადგან თბილისსა და ბათუმში ფიზიკური მაღაზიები გვაქვს, შეძენამდე თითოეული პროდუქტის დათვალიერება და გამოცდაც შეგიძლია — ეს ის უპირატესობაა, რომელსაც ონლაინ მაღაზიები ვერ შემოგთავაზებს.
რომელი კორეული ბრენდები წარმოდეგნილი თქვენთან?
რომელი კორეული ბრენდები წარმოდეგნილი თქვენთან?
ჩვენთან წარმოდგენილია 20-ზე მეტი კორეული ბრენდი — ყველაზე ფართო არჩევანი კორეული კოსმეტიკის მიმართულებით საქართველოში — მათ შორის: Farmstay, Skin1004, Some By Mi, Missha, Beauty of Joseon, Medi-Peel და Enough. სრული სია იხილე ჩვენს ბრენდების გვერდზე.
რა დროში ხდება მიწოდება და რა ღირს ტრანსპორტირება?
რა დროში ხდება მიწოდება და რა ღირს ტრანსპორტირება?
თბილისი: 1–2 სამუშაო დღე - 6₾. საქართველოს ყველა სხვა ქალაქი და რეგიონი: 2–4 სამუშაო დღე - 8₾. 99₾-ის და მეტი ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში მიწოდება უფასოა.
შესაძლებელია თუ არა პროდუქტის დაბრუნება?
შესაძლებელია თუ არა პროდუქტის დაბრუნება?
დიახ — საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, მიწოდებიდან 14 დღის განმავლობაში შესაძლებელია გაუხსნელი და გამოუყენებელი პროდუქტების დაბრუნება. ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, გახსნილი კოსმეტიკა არ ბრუნდება. მოგვწერე ელ.ფოსტაზე info@beautybar.ge და ყველაფერს სწრაფად მოვაგვარებთ.
სად მდებარეობს თქვენი მაღაზიები?
სად მდებარეობს თქვენი მაღაზიები?
თბილისის მთავარი ფილიალი: ალ. ყაზბეგის გამზ. N19ბ, მუშაობს ორშაბათიდან - კვირის ჩათვლით, 11:00-20:00 საათამდე.
ბათუმი: ბათუმი მოლი, მეორე სართული, ზ. გორგილაძის N88, მუშაობს ორშაბათიდან - კვირის ჩათვლით, 10:00-22:00 საათამდე.
ორივე მაღაზიაში გთავაზობთ კანის უფასო კონსულტაციას — შეგიძლია ეწვიო ნებისმიერ დროს.
როგორ შევარჩიო სწორი კორეული კოსმეტიკა ჩემი ტიპის კანისთვის?
როგორ შევარჩიო სწორი კორეული კოსმეტიკა ჩემი ტიპის კანისთვის?
დაიწყე შენი კანის პრობლემიდან — იქნება ეს აკნე, პიგმენტაცია, სიმშრალე, ასაკობრივი ცვლილებები თუ მგრძნობელობა — შექმენი მარტივი ყოველდღიური რუტინა. შეარჩიე პროდუქტები პრობლემის მიხედვით კატეგორიიდან, გაეცანი ბლოგზე დამწყებთათვის განკუთვნილ სტატიებს ან გვეწვიე ფიზიკურ მაღაზიებში ჩვენი კონსულტანტებისგან უფასო რჩევების მისაღებად.













