როგორ მოვემზადოთ ზაფხულის სეზონისთვის — რჩევები Beautybar.ge-სგან!

How to prepare for the summer season?! Tips from Beauty Bar!

ზაფხული საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და  მზიანი დღეებით სავსეა. 

თბილი ამინდები ძალიან კარგია მაგრამ, ზაფხულის სიცხე და მზის სხივები ჩვენს კანსა და თმაზე სამწუხაროდ ხანდახან უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს ამ პერიოდში.
მოემზადე ზაფხულის სეზონისთვის ჩვენთან ერთად, გიზიარებთ აუცილებელ რჩევებს, რომელიც შენს კანსა და თმას დაეხმარება.

1. ზაფხულისთვის აუცილებელია კანის მოვლის რუტინის განახლება

ზაფხულის სიცხე და მზის ინტენსიური სხივები კანს ადვილად აშრობს და აზიანებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შენი რუტინა შეესაბამებოდეს სეზონის მოთხოვნებს.

აუცილებლად უნდა გამოიყენო მსუბუქი დამატენიანებელი და გამწმენდი პროდუქტები:

ზაფხულში კანი სწრაფად ცხიმიანდება, ამიტომ გამოიყენე მსუბუქი  კრემი, შრატი და ტონერი.

გიზაირებთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც დაგეხმარება:

2. მზისგან დაცვა — შენი მთავარი ნაბიჯი

ზაფხულში მზისგან დაცვა აუცილებელია არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც! მზის სხივები კანზე აჩენს ლაქებს, აჩქარებს დაბერებას და ზრდის კანის დაავადებების რისკს.

შეგიძლია სცადო:

რჩევა: მზისგან დამცავი უნდა გამოიყენო ყოველდღე, სახლშიც კი! აუცილეველია გაანახლო SPF ყოველ 2-3 საათში.

შეგიძლია შენი კანის ტიპის მიხედვით აარჩიო მზისგან დამცავი ჩვენს საიტზე.


3. ღრმა დატენიანება და კანის აღდგენა

ზაფხულში კანი ხშირად კარგავს ტენიანობას, ამიტომ რეგულარული დამატენიანებელი ნიღბები აუცილებელია.

სცადე:

რჩევა: გამოიყენე ნიღბები კვირაში 2-3-ჯერ და არ დაგავიწყდეს სახის მისტი, განსაკუთრებით ოფისში ან მოგზაურობისას.


4. ზაფხულის მაკიაჟი — ბუნებრივი და მდგრადი

ცხელი ამინდების დროს, მსუბუქი და წყალგამძლე მაკიაჟი საუკეთესო არჩევანია.

სცადე:

რჩევა: გამოიყენე მინიმალური მაკიაჟი, ყურადღება გაამახვილე კანის ბუნებრივ ბრწყინვალებაზე და ფერად ტუჩებზე.

5. თმის მოვლა მზიან ამინდებში

მზე, ზღვის წყალი და ქლორი თმას აშრობს და აზიანებს. ზაფხულში გამოიყენე დამატენიანებელი და აღმდგენი საშუალებები.

აირჩიე ისეთი შამპუნი, რომელიც უზრუნველყოფს თმის ღერების დატენიანებას, აუცილებელად ჩართე თმის მოვლის რუტინაში კონდიციონერი და ნიღაბი.

რჩევა: ზაფხულში ხშირად გამოიყენე თმის ზეთი განსაკუთრებით ზღვაზე ყოფნის ან აუზის შემდეგ.


6. სხეულის მოვლა — სრულყოფილი რუტინა

ზაფხულში სხეული ხშირად საჭიროებს ექსტრა მოვლას: სკრაბი, დამატენიანებელი გელი და მზისგან დამცავი.

რჩევა: გამოიყენე სკრაბი კვირაში ერთხელ და ყოველდღე დატენიანე სხეული მსუბუქი მისტით ან ლოსიონით.


7. დამატებითი რჩევები ზაფხულისთვის

  • დღის განმავლობაში მიიღე მეტი წყალი — დატენიანება იწყება შიგნიდან!
  • ატარე მზის სათვალე და ქუდი.
  • ერიდე მზის სხივებს, განსაკუთრებით შემდეგ საათებში (12:00-16:00).
  • გამოიყენე ტუჩის ბალმი, რომელიც შეიცვას SPF-ს.

Beautybar.ge — იმიტომ რომ იმსახურებ!

გინდა ზაფხული თავდაჯერებულად და ლამაზად დაიწყო? ეწვიე Beautybar.ge-ს, შეარჩიე შენი საყვარელი კორეული ბრენდები და ისარგებლე სპეციალური შეთავაზებებით!

მეტი პოსტები