გამოტოვე შინაარსი

უფასო მიწოდება 149 ლარიდან

40% ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კალათა

About Beauty Bar — Georgia's Widest Korean Beauty Store

Beauty Bar
Beauty Bar
ბექა, დამფუძნებელი

რატომ დავაფუძნე ბიუთი ბარი

როდესაც 2021 წელს ბიუთი ბარი დავაარსე, საქართველოში კორეული კოსმეტიკა რამდენიმე შემთხვევითი, ზედმეტად ძვირი პროდუქტით შემოიფარგლებოდა, თან ვერავინ გეტყოდა, რეალურად რისთვის იყო თითოეული მათგანი საჭირო. წლები საზღგვარგარეთ ვიმუშავე აუდიტში - სფერო, სადაც მთავარი წესია, გადაწყვეტილებები არ მიიღო ზედაპირულად და ყველაფერი გადაამოწმო - ეს ინსტიქტი კანის მოვლაშიც გადმოვიტანე. არ მინდოდა გამეყიდა ის, რისი იმპორტიც ყველაზე მარტივი იყო.  მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელზეც თავადაც ვოცნებობდი: ქვეყანაში ყველაზე ფართო, ყველაზე გულდასმით შერჩეული კორეული კოსმეტიკის ასორტიმენტი, სადაც  თაროებს მიღმა ადამიანები რეალურად დაგეხმარებიან იმის პოვნაში, რაც შენს კანის ტიპს სჭირდება.


სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი იდეა დღემდე. თითოეული ბრენდი, რომელსაც წარმოვადგენთ, პირადად მაქვს მკაცრად შესწავლილი. ყოველი პროდუქტი იმსახურებს თავის ადგილს. ჩვენს ორივე მაღაზიაში - თბილისსა და ბათუმში - შეგხვდება ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის განსხვავება ესენციასა და ემულსიას შორის და გულწრფელად გეტყვის, თუ რაიმე არ შეესაბამება შენს საჭიროებებს.

რით განვსხვავდებით სხვებისგან?

580+ კორეული თავის მოლის პროდუქტი

ყველაზე ფართო კორეული თავის მოვლის ასორტიმენტი საქართველოში — ბრენდები და ფორმულები, რომლებსაც აფთიაქის თაროებზე ვერ იპოვი.

რეალური პროფესიონალური რჩევები

ჩვენს ორივე მაღაზიაში გამოცდილი კანის მოვლის მრჩევლები გელოდებიან. რომლებიც თავადაც იყენებენ იმას, რასაც ყიდიან — და გულწრფელად გეტყვიან, რა უხდება შენს კანს.

გულდასმით შერჩეული

თითოეული ბრენდი და პროდუქტი თავის ადგილს იმსახურებს — მათ პირადად ვამოწმებთ და არ შემოგვაქვს მარტივი იმპორტირების გამო.

Beauty Bar
100%-ით ორიგინალი

პირდაპირ კორეიდან

ყველაფერი, რასაც ვყიდით 100%-ით ორიგინალია და პირდაპირ კორეიდანაა ჩამოტანილი. ჩვენთან ვერ შეხვდები ფალსიფიცირებულ პროდუქციას და არც იმის გამოცნობა მოგიწევს, საიდან მოხვდა ის შენამდე. როდესაც ჩვენთან Farmstay-ის ამპულას ან Medi-Peel-ის შრატს ყიდულობ, იცი, რომ ეს ნამდვილი პროდუქტია - ზუსტად ისეთივე ფორულით დამზადებული, სეულის მაღაზიების თაროებზე რომ დევს.

ეს საკითხი დღეს იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე გვსურდა ყოფილიყო. კორეული კოსმეტიკის პოპულარობამ ბაზარი ყალბი პროდუქციით გაავსო და მარტივია, შეხვდე დამაჯერებელ პროდუქტს (რომელიც ყალბია), რომელსაც შედეგი არ მოაქვს. ჩვენი კატალოგი ისე შევქმენით, რომ ეჭვი არასდროს გაგიჩნდეს. თუ კი პროდუქტი ჩვენს თაროზეა, ჩვენ მასზე პასუხს ვაგებთ.

გვესტუმრე

ყველაფერი, რაც ახლა წაიკითხე, ორ რეალურ სივრცეში არსებობს. შემოდი, ესაუბრე ადამიანს, ვინც მართლა იცნობს K-beauty-ს, და იპოვე ის, რაც შენს კანს უხდება.

თბილისი - მთავარი ფილიალი

2021 წლიდან

თბილისი - მთავარი ფილიალი

ალ. ყაზბეგის გამზ. N19ბ · ორშაბათი-კვირა 11:00-20:00

+995 599 38 31 43
ბათუმი - ბათუმი მოლი

2025 წლიდან

ბათუმი - ბათუმი მოლი

ზ. გორგილაძის N88, მეორე სართული · ორშაბათი-კვირა 10:00-22:00

+995 599 38 31 43

რა არის ბიუთი ბარი?

ბიუთი ბარი კორეული კოსმეტიკის ყველაზე დიდი რითეილერია საქართველოში, ფილიალებით თბილისსა და ბათუმში. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს 500-ზე მეტი ორიგინალი პროდუქტი — კანის მოვლა, მაკიაჟი და სხვა — ჩამოტანილი პირდაპირ კორეიდან. ჩვენი გადამზადებული კანის მოვლის მრჩევლები დაგეხმარებიან, შეარჩიო და ააწყო რუტინა, რომელიც ზუსტად შენს კანს ერგება. ხელმისაწვდომი ფასები, პროფესიონალური რჩევები და ქვეყანაში ყველაზე ფართო ასორტიმენტი — ერთ სივრცეში.

იმიტომ, რომ იმსახურებ

გადახედე კოლექციას ან გვეწვიე თბილისსა და ბათუმში.

ყველა პროდუქტი