beautybar

MEDI-PEEL ROSE DIAMOND RADIANT GLOW MASK SHEET


12 9.6

გაზიარება:

MEDI-PEEL ROSE DIAMOND RADIANT GLOW MASK SHEET

ნიღაბი ბრილიანტის ფხვნილით კანის ბზინვარებისთვის აქრობს სიმუქეს, აუმჯობესებს კანის ფერს. აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას და ქმნის დამცავ ბარიერს, რაც ეხმარება დაიცვას კანი უარყოფითი გარე ფაქტორების გავლენისგან, როგორიცაა ყინვა, ქარი და ულტრაიისფერი გამოსხივება.

შესანიშნავად ატონიზირებს, ზრდის კანის ტურგორს, ხდის მას რბილს და არბილებს რელიეფს. ნიღბის გამოყენების შედეგად კანი ხდება შესამჩნევად მკვრივი, უფრო ელასტიური, წვრილი ნაოჭები გლუვდება და კანი იძენს ჯანსაღ, თანაბარ ბზინვარებას.

კრემისებრი ესენცია, რომლითაც ნიღაბი არის გაჟღენთილი, ხელს უწყობს უჯრედების გაჯერებას აქტიური ინგრედიენტებით და ქმნის უხილავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას. შედეგად კანი ხდება მაქსიმალურად დატენიანებული.

ძირითადი კომპონენტები:

ალმასის ფხვნილი - აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, კვებავს მას და ღრმად ატენიანებს.

ვარდის ექსტრაქტი - ატენიანებს კანს, აღადგენს, არბილებს ნაოჭებს, მათ შორის მიმიკურს. ზრდის კანის ელასტიურობას, ათანაბრებს ტონს, ავიწროებს ფორებს, აქრობს სტრესს და ალერგიულ რეაქციებს.

ჰიალურონის მჟავის 7 ტიპი - პასუხისმგებელია კანის ღრმა დატენიანებაზე და კანის ბუნებრივი ph-ბალანსის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებაზე.

მარგალიტის ფხვნილს - აქვს შესანიშნავი დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი და ნაზად ანათებს, აქრობს მუქ წრეებს თვალების ქვეშ და ათავისუფლებს არასასურველ პიგმენტაციას.

მაკადამიის ზეთი - არბილებს და ინტენსიურად კვებავს კანს, ხელს უწყობს კანის აღდგენას, არის ანტიოქსიდანტი. მკურნალობს გაღიზიანებას, ხსნის ანთებას.

მადეკასოზიდი - მიმართულია ზოგად შეხორცებასა და კანის იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე და მისი ძირითადი თვისებებია ანთების საწინააღმდეგო, სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

არგანის ზეთი - აღადგენს კანის ჰიდრო-ლიპიდურ ფენას, ზრდის მის სიმტკიცეს და ელასტიურობას.


ფასი
9.6
ძველი ფასი
12
ნანახია
304