beautybar

MEDI-PEEL Collagen Super Food 10 Formula Sleeping Cream


99 79.2

გაზიარება:

MEDI-PEEL Collagen Super Food 10 Formula Sleeping Cream

გამაახალგაზრდავებელი ღამის სახის კრემი კოლაგენით Medi-Peel Collagen Super10 საძილე კრემი აღადგენს სიმტკიცეს და ელასტიურობას, აძლიერებს ტურგორს, ამკვრივებს და აყალიბებს სახის ოვალს. კრემი გამოირჩევა კოლაგენის უმაღლესი კონცენტრაციით (10000ppm) - აქტივი, რომელიც ამცირებს ნაოჭების სიღრმეს, ასტიმულირებს საკუთარი ელასტინის და კოლაგენური ბოჭკოების გამომუშავებას. 10 სუპერპროდუქტის ექსტრაქტის კომპლექსი ინტენსიურად ატენიანებს, აუმჯობესებს კანის იმუნიტეტს, აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობა და ინტენსიურად კვებავს სახის კანს. კრემი აღადგენს ჰიდროლიპიდურ ბარიერს, ხელს უშლის ეპიდერმისის დაბერებას, ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და აახალგაზრდავებს. მიუხედავად ღრმა კვებისა, კრემის ტექსტურაძალიან  მსუბუქია. ასევე პროდუქტს აქვს მსუბუქი გამაგრილებელი ეფექტი და ამშვიდებს კანს. ღამით პროდუქტი ატენიანებს ეპიდერმისის ღრმა ფენებს და ებრძვის სიმშრალეს. აღადგენს ქსოვილების სიმტკიცეს და ელასტიურობას, ზრდის ტურგორს და ანელებს დაბერების პროცესს.

ჰიდროლიზებული კოლაგენი არბილებს კანს და ათანაბრებს, ანიჭებს სიმტკიცეს და ელასტიურობას, აშორებს წვრილ ნაოჭებს. მას აქვს ჭრილობების სამკურნალო და დამამშვიდებელი ეფექტი, ინარჩუნებს ტენიანობას კანის ღრმა ფენებში.
პეპტიდური კომპლექსი ზრდის სიმტკიცეს და ელასტიურობას, აჩქარებს ორგანიზმის მიერ კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების გამომუშავებას. ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და ხელს უშლის კანის დაბერებას. ნაზად ათეთრებს პიგმენტაციას, ხსნის ანთებას, ატონიზირებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი.
ჰიალურონის მჟავა ქმნის უხილავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის ტენის აორთქლებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, ამცირებს წვრილ ნაოჭებს და ხდის კანს გლუვს და ნაზს.
ნიაცინამიდი ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და აუმჯობესებს დამცავ ფუნქციებს, ხელს უწყობს ტრანსეპიდერმული ტენიანობის დაკარგვის შემცირებას და პიგმენტაციის აღმოფხვრას, ატენიანებს, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს, ანათებს.
ჟოჟობას ზეთი უნიკალური პროდუქტია, რომელიც ძალიან სასარგებლო გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. ზეთს აქვს აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო, ნორმალიზების ეფექტი, აქრობს სიმშრალეს და დეჰიდრატაციას, ღრმად კვებავს კანს.
ტკბილი ნუშის ზეთს აქვს ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აქრობს აქერცვლას, სიმშრალეს და გაღიზიანებას. ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების გასწორებას, მიკრორელიეფის გასუფთავებას, კანის ტურგორის გაუმჯობესებას, კოლაგენის სინთეზს.
შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.

ფასი
79.2
ძველი ფასი
99
ნანახია
462