ლოიალობის პროგრამის წესები და პირობები
ლოიალობის პროგრამის წესები და პირობები
პრეამბულა
ლოიალობის პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ შპს „ბიუთი სთორ“-ის მომხმარებლებს დაუგროვდეთ ქულები და შემდგომ გამოიყენონ ისინი პროდუქციის შესაძენად.
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შეთავაზებას, რომლის მიღებაც ხდება პროგრამაში რეგისტრაციის გზით, რაც თავის მხრივ, წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობას მხარეებს შორის.
1. ზოგადი დებულებები
1.1 წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ურთიერთობას შპს „ბიუთი სთორ“-სა (საიდენტიფიკაციო ნომერი - 400278800) (შემდგომში - „კომპანია“) და მომხმარებელს შორის ლოიალობის პროგრამის (შემდგომში „პროგრამა“) ფარგლებში.
1.2 წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შეთავაზებას და ძალაში შედის მომხმარებლის მიერ პროგრამაში რეგისტრაციის მომენტიდან. პროგრამაში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაეცნო და სრულად ეთანხმება აღნიშნულ წესებსა და პირობებს.
1.3 ურთიერთობა ეფუძნება კერძოსამართლებრივ პრინციპებსა და მხარეთა შორის თანასწორობის პრინციპს.
2. პროგრამაში რეგისტრაცია
2.1 პროგრამაში რეგისრტაცია და ქულების დაგროვების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის ფიზიკურ მაღაზიებში, სპეციალური განაცხადის ფორმის შევსების საფუძველზე.
2.2 პროგრამაში რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ მომხმარებელს 18 წლის ასაკიდან.
2.3 რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია განაცხადის ფორმაში სრულად და ზუსტად მიუთითოს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი. მითითებული ინფორმაციის სისრულესა და სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
2.4 მომხმარებელს წინამდებარე წესებისა და პირობების სრულ ტექსტზე წვდომის, წაკითხვისა და გაცნობის შესაძლებლობა აქვს მაღაზიის სალაროსთან/დახლზე განთავსებული შესაბამისი QR კოდის დასკანერების გზით.
2.5 წინამდებარე წესებსა და პირობებზე მომხმარებლის თანხმობა (აქცეპტი) და, შესაბამისად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დასტურდება მომხმარებლის მიერ განაცხადის ფორმაში შესაბამისი ველის მონიშვნითა და ფორმაზე ხელმოწერით.
2.6 კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას მომხმარებლის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის ფორმა არასრულად არის შევსებული, წარმოდგენილი მონაცემები არაზუსტია ან/და არსებობს მათი ბოროტად გამოყენების გონივრული ეჭვი.
3. ქულების დაგროვება
3.1 ყოველი შეძენისას მომხმარებელს ერიცხება ქულები, რომლის ოდენობა განისაზღვრება შეძენის ღირებულების მიხედვით და კომპანიის მიერ დადგენილ პროცენტზე.
3.2 აღნიშნული პროცენტი შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის გაიზარდოს სააქციო პერიოდებში ან შემცირდეს სხვა შემთხვევაში.
3.3 ქულები ირიცხება მხოლოდ რეალურად გადახდილ თანხაზე.
4. ქულების გამოყენება
4.1 დაგროვებული ქულების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის შესაძენად.
4.2 კომპანია უფლებამოსილია განსაზღვროს ქულების გამოყენების დამატებითი პირობები, მათ შორის მინიმალური რაოდენობა ან/და ტექნიკური შეზღუდვები.
4.3. ქულები არ წარმოადგენს ფულად ერთეულს და არ ექვემდებარება განაღდებას.
5. პირობების ცვლილება
5.1 კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან/და განაახლოს წინამდებარე პირობები.
5.2 ცვლილებები ძალაში შედის მათი გამოქვეყნებისთანავე.
6. ანგარიშის უსაფრთხოება
6.1 მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშისა და ბარათის უსაფრთხოებაზე.
6.2 ბარათის დაკარგვის ან ანგარიშზე უკანონო წვდომის ეჭვის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას. კომპანია არ აგებს პასუხს მესამე პირის მიერ ქულების გამოყენებაზე, თუ მომხმარებელი დროულად არ შეატყობინებს მას აღნიშნულის შესახებ.
7. პასუხისმგებლობა
7.1 კომპანია უზრუნველყოფს პროგრამის გამართულ ფუნქციონირებას, თუმცა არ აგებს პასუხს ტექნიკური ხარვეზებით ან შეფერხებებით გამოწვეულ ზიანზე.
7.2 კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც ზიანი გამოწვეულია მისი ბრალით.
8. პერსონალური მონაცემები
8.1 პროგრამაში მონაწილეობა გულისხმობს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.
8.2 პროგრამის ფუნქციონირების, მათ შორის მომხმარებლის იდენტიფიცირების, ქულების დარიცხვისა და გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია ამუშავებს მომხმარებლის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი.
8.3 პროგრამის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.
8.4 პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
8.5 პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომპანია უფლებამოსილია გადასცეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მესამე პირებს, მათ შორის, ტექნიკური მომსახურების პროვაიდერებს, ჰოსტინგისა და ელექტრონული კომერციის პლატფორმებს, ანალიტიკურ სისტემებს, აგრეთვე ლოიალურობის პროგრამის მართვისთვის გამოყენებულ სერვისებს.
8.5.1
მონაცემთა გადაცემა ხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნებისათვის, მათ შორის:
8.5.1.1
პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
8.5.1.2
შეკვეთების დამუშავება და ადმინისტრირება;
8.5.1.3
მომხმარებლის ქცევის ანალიზი და სერვისის გაუმჯობესება.
8.5.2.
კომპანია უზრუნველყოფს, რომ მესამე პირები ამუშავებდნენ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ კომპანიის მითითებების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
8.5.3.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მომხმარებლის მიერ დამატებით გაცემული თანხმობის საფუძველზე.
8.6. მომხმარებელს აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) მიიღოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების შესახებ;
ბ) მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება ან შევსება;
გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8.7. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მოითხოვს იმ პერსონალური მონაცემების წაშლას, რომელიც აუცილებელია მისი იდენტიფიცირებისა და ლოიალურობის პროგრამის ფუნქციონირებისათვის, კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მომხმარებლის მონაწილეობა პროგრამაში, ვინაიდან აღნიშნული მონაცემების გარეშე პროგრამის სათანადო განხორციელება შეუძლებელი ხდება.
8.8. მომხმარებლის მიერ წინამდებარე მუხლის 8.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების მიზნით წარმოდგენილი მოთხოვნა განიხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაკმაყოფილდება, ან შესაბამისი დასაბუთებული პასუხი გაეცემა, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
9. ბოროტად გამოყენება
9.1 პროგრამის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პირადი მიზნებისთვის.
9.2 აკრძალულია ქულების გადაცემა, გაყიდვა ან/და პროგრამის გამოყენება არამართლზომიერი სარგებლის მისაღებად.
9.3 დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს ქულები ან/და შეზღუდოს მომხმარებლის ანგარიში.
10. პროდუქტის დაბრუნება
10.1 პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში, დაბრუნებული ნივთის თანხას გამოაკლდება დახარჯული ქულების ეკვივალენტი თანხა.
10.2 თუ პროდუქტის დაბრუნებამდე ქულები უკვე გამოყენებულია, კომპანია უფლებამოსილია მოახდინოს ქულების ბალანსის კორექტირება.
11. პროგრამის შეწყვეტა
11.1 კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ლოიალობის პროგრამა.
11.2 კომპანიის მიერ ლოიალობის პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში, მომხმარებლებს მიეცემათ გონივრული ვადა დაგროვილი ქულების გამოსაყენებლად.
12. დავების გადაწყვეტა
12.1 წინამდებარე პირობებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა წყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.
12.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს სასამართლო, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.